Wednesday, July 16, 2014

მეცხრე დღე

16.07.2014
       
      რეფლექსია

დღევანდელი დღე დაიწყო ნაყოფიერად . ჯგუფის წევრებმა  გააკეთეს თავიანთი პორთფოლიოს  პრეზენტაცია,   თითოეულს  გვყავდა თეთრი და შავი ოპონენტი, მოვისმინეთ მათი შეფასებები და რჩევები.
 ტრენინგზე  განხილული თემები დამეხმარება როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა შეფასების მიზნით.

Sunday, July 13, 2014

მერვე დღე

                          რეფლექსია


განვიხილეთ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას,  ვიმსჯელეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.  როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების  პროცესში.


        

Thursday, July 10, 2014

მეშვიდე დღე

10.07.2014

დღევანდელი დღე დაიწყო დავალებების განხილვით, თითოეულ ჩვენთაგანს მოგვეცა რჩევები.
განვიხილეთ მეექვსე მოდულის  აქტივობები,   ასევე  გარდნერისა და ბლუმის მრავალმხრივი ინტელექტის ტაქსონომია.
ვისწავლეთ  ბლოგზე  სასურველი ვიდეოების ჩაშენება.

Monday, July 7, 2014

მეექვსე დღე

07.07.2014 მეექვსე დღე დასაწყისში განვიხილეთ ჩვენ მიერ განხორციელებული უკუკავშირის ფორმები, შემდეგ შევაფასედ რამდენად სწორად იყო შესრულებული. განვიხილეთ და შევასრულეთ სხვადასხვა დავალებები მეოთხე და მეხუთე მოდულიდან, კერძოდ მეოთხე მოდულში განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნიმუშის შეფასება და სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა. მეხუთე მოდულიდან განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება( შეფასების სტრატეგიების განხილვა და შეფასების ფორმების შედგენა). დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა,

Friday, July 4, 2014

დღე მეხუთე

4 ივლისი მოვახდინეთ ჩვენს მიერ მომზადებული პრეზენტაციების განხილვა. განვიხილეთ უკუკავშირის ფორმები.ტრენერმა გაგვაცნო უკუკავშირის მიცემის რჩევები და მეთოდები. ვისწავლე პრეზენტაციის ატვირთვა და განთავსება ბლოგზე. ტრენერმა გაგვაცნო და გადმოგვიგზავნა შეფასების რუბრიკების ლინკები. მოგვეცა დავალება. დღევანდელი დღე იყო საინტერესო და დატვირთული .

Tuesday, July 1, 2014

მეოთხე დღე

მეოთხე   დღის  რეფლექსია

1 ივნისი
განვიხილეთ  ჩემი შესრულებული  დავალება,  მივიღე შენიშვნები  და  ჩავასწორე.
შემდეგ განვიხილეთ  მეორე  მოდულის  მესამე  აქტივობა- შეფასების  სხვადასხვა  მეთოდები, კერძოდ განვიხილეთ დროში  გაწერილი შეფასების  გეგმა.
გადავიტენე  პროექტის  შაბლონში.
ბოლოს პროექტის  გეგმა  გადავიტანე PowerPoint -ში.  
საპრეზენტაციო  ფაილი  დასარედაქტირებელია და არ განვათავსე.
დღემ  ჩაიარა  ნაყოფიერად.

Saturday, June 28, 2014

მესამე დღე

28.06.14



              მესამე დღე დავიწყეთ  ჩვენს  მიერ  მომზადებული  ბუკლეტების  განხილვით.
  ვიმუშავე პროექტის  გეგმის  შედგენაზე.   გეგმაში მივუთითე  სათაური, კლასი, დრო. მიზნის  განსაზღვრისთვის გავეცანი    სტანდარტებს  და  შევარჩიე  საგნის  შესაბამისი
სტანდარტები.
         სასწავლო  პროექტის  დაგეგმისთვის  ყველაზე  მნიშვნელოვანია საკვანძო  საკითხების  გამოვლენა, შერჩეული  სტანდარტის  გაანალიზებით  განვსაზღვრე  სასწავლო  მიზანი.
     მიზნის  მისაღწევად აუცილებელია   მიმართულების   მიმცემი საკვანძო  კითხვები.
გავეცანი  რჩევებს მიმართულების  მიმცემი საკვანძო კითხვების  დასაწერად  და ასევე  მათ ნიმუშებს.  გამოვიყენე 21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევები.
მოგვეცა  დავალება.