Saturday, June 28, 2014

მესამე დღე

28.06.14



              მესამე დღე დავიწყეთ  ჩვენს  მიერ  მომზადებული  ბუკლეტების  განხილვით.
  ვიმუშავე პროექტის  გეგმის  შედგენაზე.   გეგმაში მივუთითე  სათაური, კლასი, დრო. მიზნის  განსაზღვრისთვის გავეცანი    სტანდარტებს  და  შევარჩიე  საგნის  შესაბამისი
სტანდარტები.
         სასწავლო  პროექტის  დაგეგმისთვის  ყველაზე  მნიშვნელოვანია საკვანძო  საკითხების  გამოვლენა, შერჩეული  სტანდარტის  გაანალიზებით  განვსაზღვრე  სასწავლო  მიზანი.
     მიზნის  მისაღწევად აუცილებელია   მიმართულების   მიმცემი საკვანძო  კითხვები.
გავეცანი  რჩევებს მიმართულების  მიმცემი საკვანძო კითხვების  დასაწერად  და ასევე  მათ ნიმუშებს.  გამოვიყენე 21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევები.
მოგვეცა  დავალება.                                                                      

No comments:

Post a Comment