Saturday, June 28, 2014

მესამე დღე

28.06.14



              მესამე დღე დავიწყეთ  ჩვენს  მიერ  მომზადებული  ბუკლეტების  განხილვით.
  ვიმუშავე პროექტის  გეგმის  შედგენაზე.   გეგმაში მივუთითე  სათაური, კლასი, დრო. მიზნის  განსაზღვრისთვის გავეცანი    სტანდარტებს  და  შევარჩიე  საგნის  შესაბამისი
სტანდარტები.
         სასწავლო  პროექტის  დაგეგმისთვის  ყველაზე  მნიშვნელოვანია საკვანძო  საკითხების  გამოვლენა, შერჩეული  სტანდარტის  გაანალიზებით  განვსაზღვრე  სასწავლო  მიზანი.
     მიზნის  მისაღწევად აუცილებელია   მიმართულების   მიმცემი საკვანძო  კითხვები.
გავეცანი  რჩევებს მიმართულების  მიმცემი საკვანძო კითხვების  დასაწერად  და ასევე  მათ ნიმუშებს.  გამოვიყენე 21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევები.
მოგვეცა  დავალება.                                                                      

Friday, June 27, 2014

პირველი დღე

რეფლექსია გავეცანი  პროექტებით  სწავლების  მეთოდსა  და  მიზანს. ტრენერის ინსტრუქციის  მიხედვით შევქმენი  პორთფოლიო და ბლოგი.
განვიხილეთ  პროექტის  დაგეგვმა.  პირველმა  შეხვედრამ ჩაიარა  ნაყოფიერად

დღე მეორე

25.06 2014 რეფლექსია


    დღევანდელი  დღე დაიწყო ახალი იდეების  განხილვით.  მოვისმინე ჯგუფის  წევრების  მიერ  წარმოდგენილი   პროექტების  იდეები.   ჩემი იდეის პროექტის მონახაზი გავაკეთე,

   გავეცანი პროექტის მახასიათებლების  ჩეკლისტებს.  პუბლიკაციის  მომზადების  წესებს.  შემდეგ   შემქმენი  პუბლიკაცია  და განვათავსე  ინფორმაცია google drive.